პრეზიდენტმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

06.07.21 17:33
პრეზიდენტმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების შესახებ  განკარგულება გამოსცა.

პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებულია კონკურსი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს 2 წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე. 

 საკონკურსო კომისიის შემადგენლობაშიც შედიან არასამთავარობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. 

გიორგი კლდიაშვილი -  ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი,  თავმჯდომარე;
ნიკოლოზ სიმონიშვილი - ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის თავმჯდომარე;
თათია ქინქლაძე - ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" პროექტის კოორდინატორი;
ლევან ნატროშვილი -,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი;
არნოლდ სტეფანიანი -  ,,კავშირი საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" გამგეობის თავმჯდომარე;
ზვიად გაბისონია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
მარინე ჩიტაშვილი -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
სოფიო მიდელაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
გიორგი იაშვილი -  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
რევაზ კლდიაშვილი -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
შალვა ქურდაძე -  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა