გუშინდელი დღე იყო უმძიმესი, უნდა მოხდეს რეაგირება - კვირიკაშვილი
ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობას გმობს და ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.
გუშინდელი დღე იყო უმძიმესი დღე, რომლებმაც იხილეს ძალადობა, ზიზღი. მიუღებელია საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის, არანაირი გამართლება არ არსებობს სხვა მოვლენას შორის, ვერაფერს ვერ უნდა გამოეწვია ეს აგრესია, რაც ჩვენ ვიხილეთ და რეაგირება უნდა მოხდეს ამაზე.
გუშინ მივიდა ეგზალტირებული მასა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ადამიანებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ და არ მოეწონათ", - ამბობს კვირიკაშვილი.