ვგეგმავთ ვიზიტებს 27 წევრი სახელმწიფოდან - ჰერჩინსკი

27.03.24 14:35
ვგეგმავთ ვიზიტებს 27 წევრი სახელმწიფოდან - ჰერჩინსკი

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 9 დათქმას? - საქართველოში EU-ს წევრი 27 წევრი ქვეყნის მაღალჩინოსანი ჩამოვა. 

როგორც ჟურნალისტებს  საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, "დრო არ ითმენს"

ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს, მათ შორის 27 წევრი სახელმწიფოდან, რათა მოხდეს დიალოგის ინტენსივობა, რადგან დრო არ ითმენს. ჩვენ ამჟამად უკვე ვამზადებთ გაფართოების შესახებ მოხსენებას, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე ოქტომბერს, ისევ ევროკომისიის რეკომენდაციებით იმის შესახებ, გადავა საქართველო შემდეგ ეტაპზე თუ მოცდა მოუწევს", - თქვა ელჩმა. 

ამასთან, ჰერჩინსკი "ოცნების" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ 9 ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად აქვს შესასრულებელი.

 ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები