პაპუაშვილი დეპუტატებს სააკაშვილთან ისევ არ უშვებს - რატომ არ იწყებს სასამართლო ოპოზიციის სარჩელის განხილვას

27.03.24 15:53
პაპუაშვილი დეპუტატებს სააკაშვილთან ისევ არ უშვებს - რატომ არ იწყებს სასამართლო ოპოზიციის სარჩელის განხილვას

რატომ არ იწყებს სასამართლო შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვას? - ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ამხელს.

"პოლიტიკური დევნის სისტემური მაგალითი" - ასე აფასებენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები პაპუაშვილის განკარგულებას, რომლის თანახმადაც უკვე წელიწადზე მეტია ექსპრეზიდენტთან შესვლას ვერცერთი დეპუტატი ვერ ახერხებს. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, რომელიც პუტინის ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევას ემსახურება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი "პირველებთან" აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტია შეშინებულია, რადგან ბეჟაშვილის თქმით, "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან დეპუტატების ხშირმა კომუნიკაციამ შესაძლოა, განსაკუთრებული გავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესებზე.

ჩვენ ვხედავთ სისტემურ დანაშაულს, სისტემურ წინააღმდეგობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. მთელი სტრუქტურა მობილიზებულია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იზოლაციაში ამყოფონ. მათთან არ ჰქონდეთ კავშირი პარლამენტის წევრებს", - ამბობს ბეჟაშვილი.

"ევროოპტიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს და ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქის გუნდი სააკაშვილს დევნის, ამიტომ მათი ქმედებები ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს სცდება.

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნის ობიექტი. სააკაშვილის ეშინიათ და ბუნებრივია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართალთან", - ამბობს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები