უვადო მოსამართლეობის კანდიდატი: "თანახმა ვარ, ვეტინგი გავიარო"

27.03.24 15:34
უვადო მოსამართლეობის კანდიდატი: "თანახმა ვარ, ვეტინგი გავიარო"

კონკურსი იუსტიციის საბჭოში - კითხვებს ამ წუთებში იურისტი თამარ ალფაიძე პასუხობს. თამარ ალფაიძემ თავდაპირველად კომისიის წევრებთან საუბარი ე.წ. ვეტინგის სისტემაზე დაიწყო. მან თქვა, რომ სასამართლო გავლენიან ჯგუფს გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა თუკი ვეტინგი დაინერგება და ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, კეთილსინდისიერების ტესტს გაივლის.

ვეტინგზე თანახმა ვარ, ვეტინგი დაიწყოს ჩემით. გარკვეულწილად ვეთანხმები გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეთ, თუმცა არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესიც და კითხვის ნიშნები, - თქვა გასაუბრებისას ალფაიძემ. 

წუთი-წუთზე იუტიციის საბჭოში გსაუბრებაზე ირაკლი ბონდარენკოს ელოდებიან. ბონდარენკო ქუთაისის აპელაციის თავმჯდდომარე და ლევან მურუსიძის დაჯგუფების თანამოაზრეა.

მსგავსი სიახლეები