კორძაიას უნდა სააკაშვილმა სიაში ჩასვას - მაჭარაშვილი

27.03.24 16:15
კორძაიას უნდა სააკაშვილმა სიაში ჩასვას - მაჭარაშვილი

 მმართველი პარტიის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კორძაიას გაკეთებული განცხადებები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში ჩასმის მცდელობას ემსახურება.

გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესი პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ერთადერთ მიზანს, ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება.

კორძაია ელოდება იმას, თუ სიაში ვინ ჩაწერს. არავინ რომ არ ჩაწერა, ახლა მოინდომა, რომ ალბათ, 5 ნომერში ჩაწერეს. რა გავაკეთოო და თქვა, მოდი ბრიფინგს ჩავატარებ, რომ იქნებ მიხეილ სააკაშვილს როგორმე მოვეწონო და სიაში ჩამწეროსო. სააკაშვილმა თქვა, რომ მე ვარ ოქროს მოწმე და თუ არ გამათავისუფლებთ, ავლაპარაკდები, მათ შორის, აგვისტოს ომზეო. უცხოურ ძალებს მიმართა. თქვენ კარგად იცით ეს პროცესი. არსებობს ძალიან მაღალი რისკები, რომ რაღაც პროვოკაცია იყოს, რომ შემდეგ დაბრალდეს ხელისუფლებას და "ვივამედის" წარმომადგენლობას", - ამბობს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტარმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებით, დეპუტატებს პუტინის ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის მონახულების უფლება არ ეძლევათ.

მსგავსი სიახლეები