ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - მივა თუ არა ოლიგარქი სასამართლოში და რა სკანდალური ჩანაწერი დევს საქმეში

27.03.24 15:28
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - მივა თუ არა ოლიგარქი სასამართლოში და რა სკანდალური ჩანაწერი დევს საქმეში

გიორგი ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში რეზონანსულ საქმეზე ჩვენების მისაცემად არ მივა - განცხადება ფულის მითვისებაში ბრალეულმა თანაინვესტირების ფონდის ექს შეფმა "ტვ პირველთან" გააკეთა. 

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოშია დაბარებული, ის მოწმეთა სიაშია. თუ ივანიშვილი სასამართლოში მივიდა, უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ფული ბაჩიაშვილმა მიითვისა. 

  • საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ კი მედიას დაუდასტურა ინფორმაცია, რომ საქმეზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში ჩვენებას მისცემს.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის მან პირდაპირ თქვა, რომ დღეს "ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი სამარცხვინო დღეა". 

ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის ექს შეფმა დღეს ხმაურიან სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და საქმის "აბსურდულობას" გაუსვა ხაზი. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის ვერსიები "გამაოგნებელია". 

აუდიოჩანაწერი

დაცვის მხარემ სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი წარადგინა. ადვოკატი ამბობს, რომ ჩანაწერი გაკეთებულია კრედიტის გაცემამდე და მასში საუბარია კრედიტის დამტკიცების პირობებზე.

იურისტი ლევან მახარაშვილი დარწმუნებულია, რომ აუდიო-ჩანაწერის სრულად გამოქვეყნების შემდეგ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. 

ირკვევა ისიც, რომ ჩანაწერი დაცვის მხარემ საზღვარგარეთ ავთენტურობის დასადგენად გაგზავნა, რადგან ამ მიმართულებით საქართველოში პრობლემები შეიქმნა: 

გამოქვეყნებული იქნება სრულად ეს აუდიო ჩანაწერი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

რატომ დანიშნა დაცვის მხარემ ექსპერტიზა საზღვარგარეთ?! - იმის გამო, რომ საქართველოში არსებულმა ყველაზე დიდმა საექსპერტო ბიურომ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით მათ გააჩნდათ პრობლემები, იძულებულები გავხდით, რომ დაგვენიშნა ეს ექსპერტიზა ქვეყნის მიღმა", - ამბობს ლევან მახარაშვილი.

რას ამბობს ბრალდების მხარე აუდიო ჩანაწერზე?

შოთაძის უწყება ჩანაწერის ავთენთურობას ეჭვქვეშ აყენებს: 

დაცვის მხარე თუ არ თვლის, რომ მის ავთენტურობაზე კითხვები არსებობს, მაშინ რატომ დანიშნა თავად ექსპერტიზა. ასევე, დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მისი შინაარსი პირიქით, ბრალდების ყველა კომპონენტის გამამყარებელია აბსოლუტურად ყველა გარემოებასთან მიმართებაში. ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა შემოვიდეს შეფასების კომპონენტი", - განაცხადა მან.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გაოგნებას ვერ მალავდა რობერტ ამსტერდამიც. მისი თქმით, "მსგავსი სასამართლოს პირობებში საქართველოს მომავალი არ აქვს". 

45 წელია ადვოკატი ვარ, მაგრამ გეტყვით, რომ რაც დღეს ვნახე, არის ყველაზე სამარცხვინოა ყველა ქვეყნისთვის.  რთული დასაჯერებელია, რომ ამ ქვეყანაში ეს სპექტაკლი ხდება. რაც დღეს ვნახე, არის ძალიან მარტივი - ძველი გენები წარსულიდან ითრევს ამ ქვეყანას და საქართველოს ვერ ექნება მომავალი, სანამ ივანიშვილი იყენებს მსგავს მეთოდებს, შეგიძლიათ ახლავე გითხრათ, რომ მსგავსი სასამართლოს პირობებში საქართველოს მომავალი არ აქვს, ეს სამარცხვინოა"- ამბობს ის. 

დღეს საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

  • საბოლოოდ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
  • სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს სრულად დაურთო.

რას ედავაბა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაშიაშვილს?

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე წარუდგინა. პროკურატურის ვერსიით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. 

ბრალდების მტკიცებით, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5-მილიონ ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები