როცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის პრაიდი მიუღებელია, ჩაატარე სხვა ლოკაციაზე - კვირიკაშვილი

06.07.21 18:17
როცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის პრაიდი მიუღებელია, ჩაატარე სხვა ლოკაციაზე - კვირიკაშვილი

"ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს "ღირსების მარშის" ლოკაციის არჩევასთან დაკავშირებით აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ღონისძიების  ჩატარება სხვა ადგილას უნდა დაეგეგმათ. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ტვ პირველზე დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ისაუბრა. 

ამ ორგანიზატორების ესეთი ზეწოლა და ჩაციკვლა, რომ მანდამაინც ამ ლოკაციაზე უნდათ თავიანთი გამოხატვის უფლების რეალიზაცია, როდესაც იცი, რომ საზოგადოების არამცირე ნაწილი ამას აღიქვამს საკუთარი გრძნობების შეურაცხყოფად, ეს არის მოცემულობა ამ საზოგადოებაში, როცა არსებობს ალტერნატივა, ჩატარდეს სხვაგან. ჩემი მკაფიო მოსაზრებაა, რომ თუ შესაძლებელია დაპირისპირების თავიდან აცილება, შენ რომ ხარ ორგანიზატორი, ჩაატარე იმ ალტერნატიულ ლოკაციაზე, სადაც შეიძლება, თავიდან იქნას აცილებული ეს", - ამბობს კვირიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები