ვერ მოვისმინე ძალადობისკენ მოწოდება - კვირიკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებაში, სადაც მან პრაიდის ორგანიზატორები მართულ ძალებად მოიხსენია, ძალადობრივ მოწოდებას ვერ ხედავს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ტვ პირველზე დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" ისაუბრა. კვირიკაშვილის მტკიცებით, ღარიბაშვილის განცხადებაში ,,ენმ"-ს ხსენება მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხი იყო.
პოლიტიკური გემოვნების საქმეა, რამდენად უნდა ეხსენებინა იქ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, ეს შეეძლო, გაეკეთებინა, შეეძლო - არა. გუშინ მე ამ განცხადებაში ნამდვილად ვერ მოვისმინე ძალადობისკენ მოწოდება", - ამბობს კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.
"დღევანდელია აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით",- თქვა ღარიბაშვილმა.