ცხოვრება მშობლების ხარჯზე და ოჯახის წევრების სიიდან ამოშლილი შვილი - რა ჩაწერა და რა დამალა ღარიბაშვილმა დეკლარაციაში
ცხოვრება მშობლების ხარჯზე და დეკლარაციიდან ამოღებული შვილი. ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციამ იმაზე მეტი კითხვა გააჩინა ვიდრე აქამდე იყო. ირკვევა, რომ გასული წელიც მაშინ ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა მამის მიერ ნაჩუქარი ფულით გაატარა. ჯამში პენსიონერი მშობლისგან 260 ათასი ლარი მიიღო საჩუქრად. აქედან 109 ათასი ლარი სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავედაში გადაუხადეს. 20 ათასი დოლარი ოჯახმა ამერიკაში დახარჯა. თუმცა ამ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი რა უჯდება ღარიბაშვილს მისი შვილის ამერიკაში სწავლა.
სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ნიკოლოზ ღარიბაშვილი დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის აგვოსტომდე ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ამ მანიპულაციით, გადაყენებულმა პრემიერმა შვილის სწავლის ხარჯების წარდგენის ვალდებულება მოიხსნა. მსოფლიოში ერთ ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში განათლების მიღება დაახლოებით 80 ათასი დოლარი ღირს და ამ თანხების დაბალანსებას ღარიბაშვილი დეკლარაციაში უკვე ვერც მამის მიერ ნაჩუქარი ფული გაწვდებოდა.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.