დაპირისპირება რუსთაველზე - რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტს თავს დაესხნენ
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და ,,პალიტრანიუსი"ს ოპერატორს თავს დაესხნენ. ბექა მშვილდაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. პოლიციამ ადგილზე 2 პირი დააკავა.
რადიკალური ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ მისცემენ და ადგილზე დარჩებიან.