ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია, ძალადობის ფაქტები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი

06.07.21 19:54
ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია, ძალადობის ფაქტები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პრესსპიკერის თქმით, საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია.

ადამიანის მიერ გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღწვის. სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული. საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში“, – აცხადებს პიტერ სტანო.