ჩვენ გვინდოდა ჩვენ მშვიდობით ჩავლა - პრაიდის ორგანიზატორი "მდუმარე აქციას" შეუერთდა

06.07.21 20:04
ჩვენ  გვინდოდა ჩვენ მშვიდობით ჩავლა - პრაიდის ორგანიზატორი "მდუმარე აქციას" შეუერთდა

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პარლამენტთან "მდუმარე აქციაზე" მივიდა. თაბაგარის თქმით, მათი მიზანი იყო ლგბტ თემის პრობლემებზე მშვიდობიანად ესაუბრათ და მსვლელობა ჰქონოდათ. 

ჩვენ გვინდოდა გამოსვლა იმისთვის, რომ გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც უდგათ ლგბტ  ადამიანებს, ზუსტად ამ ყველაფერზე სალაპარაკოდ გვინდოდა ჩვენ მშვიდობით ჩავლა და ერთხელ და სამუდამოდ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა რომ რატომ არ შეიძლება ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა მშვიდობიანად შევიკრიბოთ და გვქონდეს მსვლელობა. დღეს იმედი მაქვს რომ ბევრი ადამიანი იქნება იმისთვის, რომ იმ უმსგავსო ძალადობას პასუხი გაეცეს და მშვიდობიანად ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ძალადობა არ არის ის ფორმა რომლითაც ჩვენ გვინდა ურთიერთობა ერთმანეთში", - ამბობს გიორგი თაბაგარი.