რუსთაველის გამზირზე "მდუმარე აქცია" მიმდინარეობს
პარლამენტის წინ "მდუმარე აქცია" მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა მოქალაქეები. ისინი გუშინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ძალადობა მათთვის მიუღებელია.
"მდუმარე აქციის" მოპირდაპირე მხარეს, ქაშვეთის ეკლესიასთან რადიკალური ჯგუფის წევრები არიან შეკრებილები. ადგილზე იმყოფება გურამ ფალავანდიშვილიც. რადიკალური ჯგუფები ცდილობენ მშვიდობიანი აქცია. პოლიციას ისინი ალყაში ჰყავს მოქცეული.