ეს არის ივანიშვილის და საპატრიარქოს გარიგებით დაგეგმილი სპეცოპერაცია - ელენე ხოშტარია
,,დროას" დამფუძნებელი თვლის, რომ მედიის წარმომადგენლებზე გუშინ განხორციელებული ძალადობა იყო ივანიშვილისა და საპატრიარქოს გარიგებით დაგეგმილი სპეცოპერაცია. ელენე ხოშტარია მიიცნევს, რომ ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევა არ აღმოიფხვრება საქართველოს პრემიერის გადადგომით და საჭიროა ხელისუფლების ცვლილება.
ღარიბაშვილი იყო შემსრულებელი იმ კარგად დაგეგმილი ოპერაციის, რომელიც მისი განცხადებით დაიწყო, რითაც პირდაპირ გააქეზა და განაცხადა, რომ ძალადობა დაშვებულია ამ ხალხის მიმართ და შეზღუდა მათი უფლებები. ეს დაგეგმილი იყო და რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ღარიბაშვილის შეცვლით ეს პრობლემა აღმოიფხვრება. საბოლოო ჯამში ეს არის ივანიშვილის და საპატრიარქოს გარიგებით დაგეგმილი სპეცოპერაცია, თუ არ შევცვალეთ ეს ხელისუფლება, ეს პრობლემა ძალადობის და დევნის სულ იქნება, - ამბობს ელენე ხოშტარია.
ამ წუთებში რუსთაველზე ,,მდუმარების აქცია" მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და თბილისი პრაიდის წარმომადგენლები იღებენ.