დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - რადიკალებსა და პოლიციას შორის დაძაბულობაა

06.07.21 20:20
დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - რადიკალებსა და პოლიციას შორის დაძაბულობაა

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. ისინი აქციის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ, იმ ტერიტორიაზე, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლები იმყოფებიან. რადიკალური ჯგუფები აგრესიულობით გამოირჩევიან მედიის წარმომადგენლების მიმართ. პოლიციამ ადგილიდან რამდენიმე პირი განარიდა.