რუსთაველზე ვითარება დაიძაბა - პოლიციამ რადიკალები დააკავა
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. რადიკალური ჯგუფის წევრებმა პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. პოლიციამ 10-მდე რადიკალი დააკავა.
პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება. ადგილზე სამართალდამცველები ავტობუსებით მიიყვანეს.