დაპირისპირება რუსთაველზე - დაშავებულია აქტივისტი

06.07.21 21:13
დაპირისპირება რუსთაველზე - დაშავებულია აქტივისტი

რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება გრძელდება. რადიკალური ჯგუფის წევრები აქტივისტ ლევან ქართველისშვილს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ქართველიშვილს დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული. ადგილზე სასწრაფო დახმარებას ელოდებიან.

თავს დაგვესხნენ, კარგად მოიგერია პოლიციამ. ცოტა რომ ჩამოვედით ქვევით, ეს მოძალადეები გაწიეს, კი არ წაიყვანეს და ვეძახდით პოლიციას მოდით აქ არიან, იდგნენ და გვიყურებდნენ, დაშავებულია ჩვენი აქტვისტი, ლევან ქართველიშვილი, სასწრაფო არის გამოძახებული და დიდი ხანია ელოდებიან სასწრაფოს, გოგოები ათრიეს ძირს. დავინახეთ რომ იმ წუთას პოლიციამ შეაკავა", - ამბობს ნატა ფერაძე.