პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ილია მეორე - უგულავა (ვიდეო)

06.07.21 21:42
პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ილია მეორე - უგულავა (ვიდეო)

გიგი უგულავა ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს აკისრებს.

პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ილია მეორე. თავისუფლების შემბილწველი, რუსეთის დამქაში, რუსეთის ინტერესების ღიად გამტარებელი ბევრი არ არის. სამწუხაროდ გზააბნეული ბევრია. გუშინ რაც ვიხილეთ ეს იყო აპოკალიფტური მხეცი, რომელიც საპატრიარქოს ჯურღმულებიდან საკუთარი პრობლემების გადასაფარად გამოუშვა ღარიბაშვილის კურთხევით, ჩვენნ ვიხილეთ აპოკალიფტური მცეხი, უნდა გვესმოდეს რომ ეშვებიანი მხეცი არ იქნება. გუშინ ვიხილეთ იესოს სახელით მარბიელი აპოკალიფსურ მხეცად გადაქცეული ადამიაები, სირცხილია, როცა საპატრიარქოში დარაჯიდან დაწყებული უმაღლესი იერარქებით დამტავრებული არკვევენ ვინ ვისთან წევს, გააგიჟო ადამიანები და სხვა ადამიანებს მიუქსიუო. ჩვენ ქვეყანაში ლგბტქ თემი ცხოვრობს ამ შიშში, ეს არის ამ ხალხის ყოველდღიურობა ეს არის ქრისტიანობა რომ ადამიანები ამ შიშში ამყოფო?" - ამბობს უგულავა. 

უგულავას თქმით, ძალადობრივი მოვლენები ღარიბაშვილის მეთაურობით დაიგეგმა, რადგან მისი მიზანი რუსთაველის გამზირზე კარვების აღება იყო.

ეს ყველაფერი დაიგეგმა ღარიბაშვილის, მეუფე შიოს და მეუფე იაკობის მონაწილეობით, ღარიბაშვილის ამოცანა იყო აეღოთ აქ კარვები და პოლიტიკური გამარჯვება ეზეიმათ. შიო და საპატრიარქოს ამოცანა იყო საკუთარი პრობლემები. ეს არის ქრისტიანობა სინანულის ნაცვლად ადამიანები დაჭამონ? რომ დადიოდა და დაბლატაობდა იაკობი? სადმე წერია რომ ადამიანები ესე უნდა დაასახიჩროთ? - ამბობს უგულავა.