მოძალადეები ტვ პირველის შენობასთან - ტელეკომპანიის ოფისი პოლიციის ალყაშია
მოძალადეები ტვ პირველის შენობასთან მიდიან - ტელეკომპანიის ოფისი პოლიციის ალყაშია. არსებული ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფები ტვ პირველის ოფისთან აპირებენ შეკრებას. შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები აპირებენ ტვ პირველის ოფისთან შეკრებას და ჟურნალისტების საქმიანობის გაპროტესტებას.