ვამაყობ, რომ მე პირველმა საქართველოს ისტორიაში ავწიე ევროკავშირის დროშა - მიხეილ სააკაშვილი
ეს არის საქართველოს განადგურების სცენარი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოძალადე ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და განადგურებას.
მე ვამაყობ, რომ მე პირველმა საქართველოს ისტორიაში ავწიე ევროკავშირის დროშა და ამ არარაობებმა დაუშვეს, რომ ვიღაც ორკებმა ეს ევროკავშირის დროშა დაუშვეს ქვემოთ და ეს არის ზუსტად საქართველოს სახელმწიფოს განადგურების სცენარი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ!, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ რუსთაველის გამზირზე რადიკალურის ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.