"ყურები გამიხვრიტა, საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი" - რას ყვებიან ამერიკელი დიპლომატის ოჯახის წევრები
დგინდება კავშირი რუსული GRU-ს პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს. ჟურნალისტური გამოძიება The Insider-მა 1 წლის განმავლობაში 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის კავშირი გამოკვეთა.
რა მოხდა თბილისში?
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამერიკელი ქალი, სახელად ჯოი, რომლის ქმარიც აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო, დიდ დიღომში ცხოვრობდა. ის ქმართან ერთად თბილისში 2020 წლის თებერვალში გადმოსახლდა.
2021 წლის ოქტომბერს სახლში საშრობიდან სარეცხს იღებდა, როცა აფეთქების ხმა გაისმა. როგორც ყვება, ჯერ ხელები ყურებზე აიფარა, სხვა ოთახში გაიქცა, შემდეგ კი გული აერია. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა.
პროცესები კი ასე განვითარდა:
- 2021 წლის 7 ოქტომბერს, რამდენიმე წუთით ადრე, ამერიკელი ძიძა და ამერიკის საელჩოს მაღალჩინოსნის მეუღლე სარეცხს იღებდა საშრობიდან, როცა სრულიად დააბნია ზარის არასასიამოვნო ხმამ, რამაც მოაგონა, რას განიცდის ხალხი ფილმებში, როცა ბომბი ფეთქდება.
უბრალოდ ყურები გამიხვრიტა, ხმა მარცხენა მხარეს შემომივიდა, მეგონა რომ ფანჯრიდან იყო.
საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი“, - იხსენებს ჯოუი.
- მას პირღებინება დაეწყო. ჯოუი და მისი ქმარი ჰუნტერი, რომელიც თბილისში ამერიკის საელჩოში, იურიდიული განყოფილების ატაშეა საქართველოში 2020 წლის თებერვალში ჩამოვიდნენ, კოვიდის გამო დაწესებული კარანტინის დროს.
- ჯოუიმ სახლის სათვალთვალო კამერა შეამოწმა, რათა ენახა, ვინმე ხომ არ იყო გარეთ. მისი სახლის ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს დაპარკინგებული იყო შავი მერსედესი, ზუსტად მისი სამრეცხაოს მოპირდაპირე მხარეს. ჯოუი გავიდა გარეთ და დაინახა მაღალი , გამხდარი კაცი. შემდეგ, ტელეფონი ფოტოს ამოსაღებად ამოიღო.
თითქოს თვალები დახუჭა, იცოდა რასაც ვაკეთებდი.“ შემდეგ ჩაჯდა მერსედესში და მანქანა დაძრა," - ამბობს ჯოუი.
ჯოუიმ მანქანას და ნომრებს ფოტო გადაუღო. თქვა, რომ კაცი მეორედ აღარ უნახავს, მხოლოდ სამი წლის შემდეგ ნახა, როცა ალბერტ ავერიანოვის ფოტო-სურათი აჩვენეს. მოსკოვის სამხედრო დაზვერვის GRU-ს ცნობილი მკვლელობების და დივერსიული რაზმის, ქვედანაყოფთან მიმაგრებული რუსი ოპერატორი.

ჟურნალისტურ გამოძიებაში წერია, რომ ალბერტი, რომელიც თბილისის ინციდენტის დროს 23 წლის იყო, არ არის ჩვეულებრივი რუსი აგენტი. ის ქვედანაყოფ 29155-ის დამფუძნებელი მეთქურის, გენერალ ანდერი ავერიანოვის შვილია. ანდერი ავერიანოვი ამჟამად GRU-ის დირექტორის გავნელიანი მოადგილეა და ევალება კრემლის საგარეო პოლიტიკის წარმართვა აფრიკაში.

როცა ჯოის ალბერტის ფოტო აჩვენეს, მან თქვა, რომ მკაფიო რეაქცია ჰქონდა.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ის კაცი, რომელიც მე დავინახე”.
ერთწლიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ვარაუდი, რომ ჯანმრთელობის აუხსნელი და ანონიმური ინციდენტები, ასევე ცნობილი, როგორც „ჰავანის სინდრომი”, შესაძლოა, სათავეს GRU-ს დანაყოფ 29155-ის მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებიდან იღებდეს.
გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება არის ისიც, რომ GRU-ს იმ წევრებნა, რომლებმაც „არალეტალური აკუსტიკური იარაღი” შექმნეს, ჯილდოები მიიღეს. ეს ტერმინი – „არალეტალური აკუსტიკური იარაღი” რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია, როგორც ხმოვან და რადიოსიხშირულ ენერგიაზე დაფუძნებული მოწყობილობები, ვინაიდან ორივე იწვევს აკუსტიკურ არტეფაქტებს მსხვერპლის ტვინში.
The Insider, 60 Minutes და Der Spiegel მიუთითებენ, რომ GRU-ს ქვედანაყოფ 29155-ის მუშაობის ჩარჩო გლობალურია - „ისინი მთელ მსოფლიოში ატარებენ საბოტაჟის ოპერაციებს ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტური ოცნებების ასასრულებლად”.