მსოფლიო მედია: რუსეთი საქართველოში ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა
როგორ წამლავდა რუსეთი საიდუმლო აკუსტიკური იარაღით ამერიკელ დიპლომატებს საქართველოში? - მსოფლიოს სამი გავლენიანი გამოცემა, მათ შორის, "შპიგელი", "ინსაიდერი" და "სამოცი წუთი" ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებენ. ჟურნალისტები პენტაგონის მაღალჩინოსანზე წერენ, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა.
შემთხვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანში მოხდა, 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება. გამოცემა წერს, რომ სამიზნე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის მეუღლე გახდა, რომელიც მძიმედ მოწამლეს. ქალი ინტერვიუში ყვება, რომ დიღომში, მილიონერების უბანში, სადაც დიპლომატები ცხოვრობენ, ზებრეგრის იარაღით გამოწვეული ხმები ესმოდა. საქმე ეხება ამერიკის იუსტიციის დეპარატმენტის ატაშის ოჯახს , რომლებიც საქართველოში 2020 წლის თებერვალში . სტატიაში მათი უსართხოების გამო .
ახლა საინტერესოა, რას განმარტებებს გააკეთებს ხმაურიან ჟურნალისტურ გამოძიებაზე საქართველოს ხელისუფლება, მიმდინარეობდა თუ არა საქართველოში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე სუსში გამოძიება და თუ დადგინა რუსეთის ის მოქალაქეების ვინაობა, რომლებიც ამერიკის მოქალაქეების წიანაღმდეგ საქართველოში მოქმედებდნენ?