ქალი ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატმა დახმარების სანაცვლოდ, მასთან დაწოლა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ქუჩაში სცემა

31.10.26 20:47
ქალი ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატმა დახმარების სანაცვლოდ, მასთან დაწოლა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ქუჩაში სცემა

საკრებულოში შვილის წამლის ფულის სათხოვნელად მისული ქალი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი დახმარების სანაცვლოდ მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას სთხოვდა. 

როგორც მოქალაქე "შაბათის ეთერს" უყვება, მას შემდეგ რაც უხამსი შეთავაზების გამო, ის მაღალჩინოსანს პოლიციაში საჩივრის შეტანით დაემუქრა, ვუგარ ისაევმა ის ქუჩაში სცემა და ამას TV პირველის მიერ მოპოვებული კადრებიც ადასტურებს. 

  • "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ვიდეო-კადრები, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი მისვე თანასოფლელ ქალს ფიზიკურად უსწორდება, თვითმხილველები კი ქალის დაცვას ცდილობენ, 20 ოქტომბერს - ბოლნისის რაიონში, სოფელ ნახიდურშია გადაღებული.

ბოლნისის საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ქალზე ძალადობისთვის არავის დაუკავებია, მას ძალადობის მუხლი მას შემდეგ წარუდგინეს, რაც თემაზე მუშაობა "შაბათის ეთერმა" დაიწყო. ისაევისთვის ამ დრომდე არც უფლებამოსილება შეუჩერებიათ. არადა, მძიმე დანაშაულის ამსახველი  კადრები პოლიციაში იმავე დღეს თავად დაზარალებულმა ქალმა მიიტანა.

36  წლის ქალი "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობა  დეპუტატმა  2 წლის წინ დაიწყო როდესაც ბოლნისის საკრებულოში ვუგარ ისაევთან მივიდა და შვილის ოპერაციის თანხის დაფინანსებაში მერიასთან შუამდგომლობა სთხოვა. ზარი, ქალის მტკიცებით, ვუგარ ისაევის ნომრიდან მის ტელეფონზე ამ შეხვდრიდან ორ დღეში შევიდა.

სამი შვილის მარტოხელა დედის მტკიცებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მისი სექსუალურად შევიწროება დაიწყო, ამბობს, რომ მაღალჩინოსანი უთვალთვალებდა, წერდა შეტყობინებებს და სისტემატიურად  სთხოვდა შეხვედრას.

36 წლის ქალის მონაყოლის მიხედვით, „ქართული ოცნება" დეპუტატს მარნეულში ე.წ. ჯანდარას დასახლებაში შეხვდა. როგორც კი ვუგარ ისაევი ავტომობილში ჩაჯდა სამი შვილის დედა ამბობს, რომ მას სახეში სილა გააწნა, რადგან არ შეუთანხმდა რომ ბათუმში წავიდა.  დაზარალებულის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც მაღალჩინოსანს უთხრა, რომ ყველაფერს პოლიციას მოუყვებოდა, ვუგარ ისაევმი მას მკვლელობით დაემუქრა. 

ქალი ამტკიცებს იმასაც, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემდეგ, ვუგარ ისაევმა საავარიო სიტუაცია განგებ შეუქმნა, რის შემდეგაც მარტოხელა დედამ დეპუტატის ავტომობილის საბურავს მან ფეხი დაარტყა, ამის შემდეგ კი კაცმა სამი შვილის დედაზე ფიზიკურად ქუჩაში იძალადა. ქალი პოლიციაში მივიდა, თუმცა როგორც ამბობს სამართალდამცავებს მოძალადე არ დაუკავებიათ და პირისით, მის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით აქით წაუყენეს. 

დეტალები ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები