რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში პორნოს ჩართვაზე კომპანია განმარტებას აკეთებს

31.10.26 18:05
რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში პორნოს ჩართვაზე კომპანია განმარტებას აკეთებს

რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, „რის შედეგადაც ეკრანზე, რამდენიმე წამის განმავლობაში აისახა უცენზურო შინაარსის კადრი“ - ამას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი აცხადებს. 

„მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. ამ მომენტისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი უწყება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც

მანამდე სოციალურ ქსელში მოქალაქემ დაწერა: „დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. ვერ გამორთო ეკრანი მძღოლმა და მონიტორს ქურთუკი დააფარა. იმედი მაქვს რეაგირება ექნებათ და მსგავსი ფაქტი არ განმეორდება“. 

მსგავსი სიახლეები