"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს

31.10.26 18:21
"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს

მოქალაქეები "პირველების" რედაქციას აწვდიან ფოტოებს და ვიდეოს და გვწერრენ, რომ ლილოში, ველის სასაფლაოსთან ასობით დახოცილი ძაღლების სამარხები იპოვეს. 

აქტივისტებმა ადგილზე პოლიცია გამოიძაძეს. 

ასობით დახოცილი მიუსაფარია ნაპოვნი. სულ სისხლიანები და ტანჯვით მოკლულები და ასეთი კიდევ ბევრი სამარხი არსებობს!
ათასობით დახოცეს ასე ამ ფაშისტებმა!
გაავრცელეთ და მოდით ვისაც შეგიძლიათ"- წერს აქტივისტი ანი კაჭკაჭიშვილი.

ცნობისთვის,  მიუსაფარი ძაღლების სასაფლაოების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "მელაძის შაბათის ეთერმა" მოამზადა და მას მაყურებელი დღეს 31 ოქტომბერს ნახავს.  

ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ კი ცხოველთა უფლებადამცველებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს პროკურატურას მიმართავენ და ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და მათი ნეშტების დამარხვის გარემოებების გამოძიებას ითხოვენ.

ცხოველთა უფლებადამცველები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას, ნეშტების ექსპერტიზასა და ცხოველების სიკვდილის გარემოებების დადგენას მოითხოვენ.

უფლებადამცველები მოითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს შესაძლო დანაშაულის ნიშნები, მათ შორის ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, შესაძლო ქურდობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან სამსახურებრივი გულგრილობა, ასევე ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბება ან დამალვა.

პეტიციის ავტორები პროკურატურისგან ითხოვენ:

  • ველის სასაფლაოზე არსებული ორმოს დათვალიერებას, ყველა ნეშტის ამოღებასა და ინდივიდუალურ აღრიცხვას;
  • დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები, სავარაუდო დრო და შესაძლო დაზიანებები;
  • ნეშტებზე მიკროჩიპების, საყელოებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების შემოწმებას;
  • დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლასა და მათი მონაცემების აღმოჩენილი ნეშტების მონაცემებთან შედარებას;
  • ევთანაზიის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და გამოყენებული პრეპარატების აღრიცხვის შემოწმებას.

ამასთან, უფლებადამცველები ითხოვენ დადგინდეს, ვინ გასცა ძაღლების ნეშტების დამარხვის განკარგულება, ვინ განახორციელა მათი გადატანა და დამარხვა და შეესაბამებოდა თუ არა ეს პროცედურა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

პეტიციის ავტორები ასევე ითხოვენ ცხოველთა სიკვდილიანობისა და ევთანაზიის ოფიციალური სტატისტიკის გადამოწმებას. 

მსგავსი სიახლეები