ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს
ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს. ხელისუფლების ოპონენტებმა გომელაურის მისვლა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, მასობრივ ძალადობამდე, 5 ივლისამდეც, მოითხოვეს, თუმცა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადდა.
ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" გომელაურს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს.
ოპოზიცია შსს მინისტრისგან ითხოვს პასუხს, რატომ არ აღკვეთა რადიკალების მიერ განხორციელებული ძალადობა.