გადაწყვეტილი მაქვს, გამოვარკვიო, ვინ იდგა ლგბტ+ თემზე ძალადობის უკან - ადამ კინზინგერი
გადაწყვეტილი მაქვს, გამოვარკვიო, ვინ იდგა ლგბტ+ თემზე ძალადობის უკან, - ასე ეხმიანება რესპუბლიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი, თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
ვაკვირდები ძალადობას თბილისში და მხარს ვუჭერ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს, გამოვარკვიო, ვინ იდგა ლგბტ+ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების, - წერს კინზინგერი Twitter-ზე.