პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება

07.07.21 10:51
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. ამ წუთებში დეპუტატები ეკა ზარნაძესა და ლევან თევზაძეს უსმენენ. 

გასაუბრების პროცესს უმრავლესობის დეპუტატები, არასამთავრობო და ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებიან. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება.

სხდიომათა დარბაზში არიან „მოქალაქეები“, „სოციალ-დემოკრატები“ და „საქართველოსთვის“.

საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი წარუდგინა.