შსს-მ პროპორციული ძალა არ გამოიყენა - აქტივისტები პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობენ
თბილისი პრაიდის და მოძრაობა „სირცხვილიას“ შეფასებით, შსს-ს გუშინ პროპორციული ძალა არ გამოუყენებია. მათი თქმით, საკმაოდ დაძაბული და რთული ვითარების მიუხედავად, გომელაურის უწყებას გუშინ არც წყლის ჭავლი და არც სპერაზმი არ გამოუყენებია. რადიკალური ჯგუფები ისროდნენ ბოთლებს, ქვებს, კვერცხებს, მოლოტოვის კოქტეილებს, თუმცა მოძალადეებთან გამკლავებას მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიცია ცდილობდა.
არ იყო პროპორციული ძალები გამოყენებული არც გუშინ, არც გუშინწინ. წყლის ჭავლის, ან სპერაზმის გამოყენებასთან დაკავშირებით ცხადი იყო, რომ გუშინწინ ისე ითანამშრომლეს ხელისუფლებამ და მოძალადეებმა, რომ გუშინაც ალბათ მინიმალური ზიანით უნდოდათ, რომ ეს აქცია დაეშალათ. წყლის ჭავლს ისეთ სიტუაციებში იყენებენ ხოლმე, რომ გუშინ, როცა არმატურებს ისროდა ეს ხალხი, აუცილებლად უნდა გამოეყენებინა, - ამბობს თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი.
„სირცხვილიას“ ლიდრი გიგა მაქარშვილი ამბობს, რომ რადიკალების მიერ ევროკაშირის დროში ჩამოხსნა და დახევა, შემთხვევითი ამბავი არ იყო.
საქართველოს მთავრობის და პოლიციის გადაწყვეტილებით ეს მოძალადე ჯგუფები მიუშვეს იქამდე, რომ ევროკავშირის დროშა უნდა ჩამოხეულიყო. ეს შემთხვევითი ამბავი არ არის,ხალხო. ევროკავშირის დროში ჩამოხევა, როცა უმაღლესი დიპლომატი, კომისარია ჩამოსული საქართველოში ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ ვერ იმუშავა, - ამბობს მაქარაშვილი.
მდუმარე აქციის მონაწილეები კი შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს ახალისებს.