ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი - ალუდა ღუდუშაური

07.07.21 11:33
ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი - ალუდა ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეებს უკავშირებს. 

ასეთი ფაქტების ჩამდენი პირები, პირდაპირ გეუბნებით, რომ არიან „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები. ვინც ამას აკეთებს, იმათ უნდათ, რომ ყველაფერი ეს დაბრალდეს „ქართულ ოცნებას“. ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი, ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და შესაბამისად, ყველა ასეთ ფაქტზე იქნება ადეკვატური და კანონის შესაბამისი რეაგირება, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 
 

გუშინ რადიკალებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.  უკვე დღეს პარლამენტის თავმდჯომარემ ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ ისევ აღმართა.