საქართველოს ლიდერებმა უნდა უზრუნველჰყონ კონსტიტუციური უფლებების დაცვა, დასაჯონ მოძალადეები - სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს.
საქართველოს ლიდერები, მისი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები და მისცენ ძალადობის ჩამდენი პირები პასუხისგებაში. ქართველებს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ხალხებს, აქვთ თავიანთი შეხედულების გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როდესაც ეს, კონკრეტულ კონტექსტში, შესაძლოა არაპოპულარულად ან საკამათოდ ჩაითვალოს და ჩვენ შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ინსტიტუტებს მათ პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველა, ვინც იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც გამოხატავენ პრესის თავისუფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.