"ოცნებას" სურს, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში გახვიოს - ანა ნაცვლიშვილი

07.07.21 11:51
"ოცნებას" სურს, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში გახვიოს - ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლებას სურს,  ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში გახვიოს. ოპოზიციის წევრს აინტერესებს, რატომ არ გამოიყენა გუშინ გომელაურის უწყებამ მოძალადეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა და რატომ მისცა რადიკალურ დაჯგუფებებს ჟურნალისტებზე თავდასხმების საშუალება. 

„ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ეს ქვეყანა გახვიოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. ეს არის ნათელი. გუშინ მრავალი საათის განმავლობაში რომ მიმდინარეობდა ჟურნალისტების რბევის, ცემა-ტყეპის და დასჯის სპეცოპერაცია, ამ დროის განმავლობაში რატომ არ აღასრულა შსს-მ თავისი ადამიანური, პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულება, რომ დაუყოვნებლივ გაეცა ბრძანება და ემოქმედა მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა უწყებას, რომ შეეჩერებინა მარბიელი რაზმები თბილისში, - ამბობს ნაცვლიშვილი.