ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ - შარლ მიშელი

07.07.21 12:34
ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ - შარლ მიშელი

ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.  შარლ მიშელი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვითაც გამოდის, სადაც ლგბტ თემის უფლებების მნიშვნელობაზე საუბრობს. სიტყვით გამოსვლის ამსახველ ვიდეოს უცხოელი დიპლომატი  ასევე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების მიმართ. ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენებს: ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში, ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ, - აცხადებს უცხოელი დიპლომატი საკუთარ გამოსვლაში.