ამ დრომდე არ დაუკითხავთ ვასაძის დაჯგუფების მეთაური, რომელიც „ნაგვისგან გაწმენდის“ ბრძანებას იძლევა
სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ ლევან ვასაძის მხარდამჭერთა ჯგუფის მეთაური ,ზურა მახარაძე, რომელიც რუსთაველის „ნაგვისგან გაწმენდის“ ბრძანებას იძლევა.
სამოქალაქო აქტივისტები რადიკალების რუსეთთან კავშირზე პირდაპირ საუბრობენ.
გიორგი მუმლაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" რადიკალების დახმარებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.
დაგეგმეს სპეცოპერაცია, რომელსაც ჰქვია - როგორ შევინარჩუნოთ ძალადობით ხელისუფლება. წამხალისებელი არის ირაკლი ღარიბაშვილი და მასთან დაკავშირებული "ალტ ინფო". ზურა მახარაძე პირდაპირ არის დანაშაულის ორგანიზატორი, სუს-ის დონეზე დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომელიც შეასრულა "ალტ ინფომ" და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა. ეს მახარაძე, რომელიც აქ იჭიმებოდა, გამოვიდეს და პასუხი კანონის წინაშე აგოს. წრე იკვრება: ვასაძე, რუსული ძალა, თავიდან ბოლომდე ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც საპატრიარქოსთან ძალლიან ახლო კავშირში არიან და ქართული ოცნება "- აცხადებს მუმლაძე.
შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი კარავი პირდაპირ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაარბიეს.
თქვენ გახრწნილი ბანდა ხართ! სუს-ის და ქართული მარშის ბანდა"- აცხადებს მაჩალიკაშვილი.
,,მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის, თამარ კინწურაშვილის, განცხადებით "ალტ ინფო" პუტინის მთავარ იდეოლოგის, დუგინის, სახელს პირდაპირ უკავშირდება.
ეს არის კრემლის დღის წესრიგი, რომ საზოგადოების დაყოფა გამოიწვიოს ძალადობრივი ქმედებებით და ამ მიზნით იყენებს რელიგიასაც და იდენტობასაც.
აქ ხელისუფლება ხელისუფლება აქეზებს რუსეთის ინტერესების გამტარ ჯგუფებს და თვითონვე ასაზრდიოებენ მათ. საბიუჯეტო კონტრაქტები გამოვავლინეთ, როცა თვითონ ამ ტიპის მედიებს ინახავენ. ეტყობა, რაღაც ვალდებულებები აქვთ რუსეთთან"- აცხადებს კინწურაშვილი.