ეს არ იყო კლასიკური ფეხბურთი, ეს იყო გამარჯვებისთვის ბრძოლა - თემურ ჭყონია

02.04.24 22:04
ეს არ იყო კლასიკური ფეხბურთი, ეს იყო გამარჯვებისთვის ბრძოლა - თემურ ჭყონია

„დაინახა, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებისმოყვარე ერი, რომელსაც შეუძლია ერთი მობილიზებით უდიდესი სიხარული მიანიჭოს ერთმანეთს,“ - ასე ეხმაურება ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

ბიზნესმენი „რეაქციაში“ ამბობს, რომ ის თამაში, რაც ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთთან ჩაატარა „გამარჯვებისთვის ბრძოლა“ იყო.

მოგება და ეს ფინალი, რომელიც აგებული იყო უდიდეს პატრიოტიზმზე, უდიდეს სპორტულ ჟინზე, უდიდეს სიყვარულზე ფეხბურთის, სპორტის მიმართ - ეს არ იყო კლასიკური ფეხბურთი, ეს იყო გამარჯვებისთვის ბრძოლა. ყოველთვის არსებობდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც განსხვავდებოდა თავისი შემოქმედებით, კრეატიულობით და თავისი გამარჯვების ჟინითაც, რაც ახლა მივიღეთ, ეს არის უდიდესი ბედნიერება ჩემთვის, ქვეყნისთვის. გაკვირვებული დავრჩი, რომ ჩემი მეგობრები უცხოეთში, ბიზნესმენები, მეგონა, რომ ფეხბურთს არ უყურებდნენ, რომ დამთავრდა თამაში, დილამდე რომელი ქვეყანა არ დაგისახელოთ, რომ უყურებენ ფეხბურთს და როგორი პატივისცემით იხსენიებდნენ ჩვენს ქვეყანას - ყურადღება გამახვილებულია, რომ დებიუტანტები ასეთი ჟინით, საერთოდ რა წარმოდგენა, რაც ჩვენს ქვეყანაზე ჰქონდა, დადებითი, შეიცვალა და დაინახა, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებისმოყვარე ერი, რომელსაც შეუძლია ერთი მობილიზებით უდიდესი სიხარული მიანიჭოს ერთმანეთს. ზუსტად ეს გამარჯვება და სამშობლოს სიყვარული უნდა აერთიანებდეს ერთმანეთს,“ - ამბობს თემურ ჭყონია.

როგორც ჭყონია ამბობს, იწყებს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას და ფეხბურთის ფედერაციასთან ამ მიზნით კონტაქტზეა.

პოლიტიკური სიტუაცია ამასთან შედარებით არის დაბალ დონეზე, თამასა ისე აიწია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობის, რომ პოლიტიკოსებმა თავის თამასა უნდა აწიოს. მაგალითის მიმცემია ეს ყველაფერი. არ უნდა განელდეს. ჩვენ ინტენსიურად ჩავერთვებით, რომ პირველ თამაშებამდე, ფედერაციასთან გვქონდა საუბარი, დიდი დამსახურებაა ლევან კობიაშვილის, მქონდა საუბარი, რომ რაც შეიძლება ავწიოთ ამ პერიოდში ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია, დღედაღამე უნდა ვიყოთ მათ გვერდში - დავიწყებთ ბილბორდებს, მათ ისტორიებს, ძალიან სერიოზულ პროგრამას ვაკეთებთ, თქვენს ტელევიზიასთან ვიწყებთ, მთელი პროგრამა გვაქვს,“ - ამბობს ჭყონია.

მსგავსი სიახლეები