საპატრიარქოს პასუხისმგებლობას საერთოდ არ ვგრძნობ - მეუფე იაკობი ძალადობაზე

07.07.21 13:08
საპატრიარქოს პასუხისმგებლობას საერთოდ არ ვგრძნობ - მეუფე იაკობი ძალადობაზე

მეუფე იაკობი გარეჯელ მღვდელთან, მამა კირიონთან, ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა.

ბოდბელი ეპისკოპოსი არ ამბობს, ძალადობრივი აქციების პარალელურად ვისთან შესახვედრად, ან რა თემაზე სალაპარკოდ მივიდა საქართველოს მთავრობასთან.

გავლენიანი ეპისკოპოსი  კანცელარიაში იმ დროს მივიდა, როდესაც თავისუფალი ჟურნალისტები ღარიბაშვილის სამუშაო კაბინეტის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ და უსაფრთხო მედია გარემოს ითხოვდნენ. 

კანცელარიიდან გამოსულმა მეუფე იაკობმა თქვა, რომ ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. 

ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას, თუმცა მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

ცნობისთვის, მოძალადეებს, რომლებმაც მედიას წარმომადგენლები და მოქალაქეები დაასისხლიანეს, ქუჩაში გამოსვლისკენ სწორედ საპატრიარქომ მოუწოდა.

რაც შეებება აუდიენციას, ბოდბელი ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ პირადი შეხვედრა ჰქონდა.

აქციებთან დაკავშირებით არ მოვსულვარ. სასულიერო პირები ყოველთვის შემწყნარებლები ვართ. ყველაზე ცუდია რა არის, იცით? ორი დღის განმავლობაში რაც მოხდა, ჟურნალისტების დარბევა სამწუხარო ფაქტია, ვის აწყობდა ეს? ეკლესიას რომ არ აწყობდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თვითონ ვხედავთ, სად და რომელ პერიმეტრებზე ვმოძრაობდი და არავის ვაძლევდი საშუალებას თქვენთან მოახლოების"- თქვა მან. 

მისი თქმით, ქართულ ტელევიზიებს არ უყურებს და მისი საყვარელი გადაცემები მხოლოდ ცხოველების შესახებაა. 

"იქ უფრო სიმშვიდეა", - ამბობს სასულიერო პირი.  

მსგავსი სიახლეები