მაშინაც დავუჭირე მხარი და დღესაც დავუჭერ - ხაბარელი რუსულ კანონზე

03.04.24 13:27
მაშინაც დავუჭირე მხარი და დღესაც დავუჭერ - ხაბარელი რუსულ კანონზე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შოთა ხაბარელი ამბობს, რომ რუსულ კანონს მხარს ისევ დაუჭერს.

ხაბარელის თქმით, აუცილებელია ხალხმა იცოდეს რა ფულით ფინანსდებიან არასამათავრობოები.

მე მაშინაც დავუჭირე მხარი და დღესაც დავუჭერ. იმიტომ, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ეს მავნებელი არასამთავრობო ორგანიზაციები რა ფულით ფინანსდებიან [...] მას შემდეგ, რაც ეს კანონი უკან გავიწვიეთ, მათ 1 წელზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისი ფინანსები გამჭვირვალე გაეხადათ, პირიქით, მალავდნენ და ცინიკოსობდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოსა და მისი სუვერენიტეტისთვის აუცილებელია, რომ ეს კანონი მივიღოთ", - განაცხადა ხაბარელმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები