ვოლსკი „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ჩვენ სხვა პრეტენზია გვაქვს, რუსეთს სხვა

05.11.26 15:58
ვოლსკი „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ჩვენ სხვა პრეტენზია გვაქვს, რუსეთს სხვა

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ „დროას“ არასასურველ პარტიად გამოცხადება შემოდგებული თემაა.

“ოცნების“ დეპუტატის თქმით, მათი არასასურველ პარტიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ “დროას“ საქციელში რამე შეიცვლება.

ის კვლავ ხოშტარიების ოჯახის რუსულ დაფინანსებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “რუსეთს სხვა პრეტენზია აქვს და “ოცნებას“  სხვა“.

მე ვაფასებ ფაქტებს, ფაქტია, რომ რუსული ბიუჯეტიდან ეს ოჯახი [ხოშტარიები] საკმაოდ სერიოზულად ფინანსდება. დღემდე არ შეწყვეტილა. მათი არასასურველ პარტიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ “დროას“ საქციელში რამე შეიცვლება, რუსეთი ამას როგორ გამოაცხადებს. ჩვენ სხვა პრეტენზია გვაქვს, რუსეთს სხვა თემა აქვს, - ამბობს ვოლსკი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რუსეთიდან ფინანსდება, პრეტენზიები რატომღა აქვთ, ვოლსკი პასუხობს:

შეიძლება იქ ვიღაც ზის და გეგმავს, მოდი ასე ვქნათ, რომ ტვ პირველმა ეს შკითხვა დასვას,  შემოგიგდებენ რაღაც თემას.

მისივე თქმით, რუსეთს ორი უშველებელი რეგიონი აქვს დამოუკიდებლად გამოცხადებული, რაზედაც რეაგირება აქვთ.

ქართული პარტია გამოაცხადა? არ უნდა გამოეცხადებინა, - ამბობს ის. 

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

 

მსგავსი სიახლეები