"ოცნება" პარტიების წინააღმდეგ - საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით "ლელო-ძლიერი საქართველო" ექსპერტებს ხვდება

05.11.26 15:58
"ოცნება" პარტიების წინააღმდეგ - საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით "ლელო-ძლიერი საქართველო" ექსპერტებს ხვდება

"ოცნება" ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ - საკონსტიტიციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით  "ლელო ძლიერი საქართველო" ექსპერტებს ხვდება.

ამ წუთებში სამართლის მცოდნეები, ისტორიკოსები და პოლიტოლოგები ერთად მსჯელობენ, როგორ პოზიციონირებს "ოცნება" და რა მიზანი ამოძრავებს ხელისუფლებას. 

ვისაუბრებთ იმ პროცესზე რაც მიმდინარეობს ბათუმში - განხილვა "ოცნების" იმ აბსურდული სარჩელისა, რომელსაც აქვს ორი მიზანი. ერთი ეს არის, არა სრულად ოპოზიციური სპექსტრის აკრძალვა და ამით დიქტატურის გაფორმება და მეორე ეს არის, "ოცნნების" მეირ რუსეთის მაამებლური პოლიტიკის, ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკის სავალდებულო წესად ქცევა. ამ ორი  მიზნის მიღწევა სურს ოცნებასს, თუკი საკონსტოტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს", - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

პოლიტიკის ექსპერტების თქმით, შეეცდებიან პარტიებს მისცენ რეკომენდაცია, რისი გაკეთება შეიძლება არამხოლოდ სამართლებრივად, არამედ სხვა კუთხითაც. 

ჩვენ შევეცდებით რეკომენდაციები მივცეთ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება, გარდა წმინდა სამართლებრივი მხარისა. მოგეხსენებათ, ეს საკითხი არ შეეხება მხოლოდ პარტიების აკრძალვას, ეს არის ბევრად უფრო დიდი საკითხი. ფაქტობრივად ქვეყანაში უქმდება პროდასავლური ვექტორი განვითარების და ფატქობრივად უქმდება საქართველოს კონსტიტუცია.

"ოცნება" გაბედავს, არ გაბედავს, უკვე ასე არ დგას საკითხი, ისინი მიდიან გარკვეული პოლიტიკური ტაქტიკით. მე არ მგონია, რომ ჯერ თავად ჰქონდეთ გადაწყვეტილება მიღებული, თუ რით უნდა დასრულდეს პროცესი", - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

ცნობისთვის, ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 9 ნომებრიდან გაგრძელდება.