მესამე პროცესია, დაზარალებული ცდილობს, სიმულიანტივით ხან ერთი ბუჩქიდან ჩაერთოს, ხან მეორედან - უგულავა

07.07.21 13:47
მესამე პროცესია, დაზარალებული ცდილობს, სიმულიანტივით ხან ერთი ბუჩქიდან ჩაერთოს, ხან მეორედან  - უგულავა

გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.  დღეს პროცესზე დაზარალებულად ცნობილ ევროპის ვიცე ჩემპიონს ჭიდაობაში, ბადრი გავაშელიშვილს, ელოდებიან, რომელმაც ადვოკატების კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

გრძელდება ეს აბსურდი, რასაც სასამართლო ჰქვია, სადაც მე ვარ ბრალდებული და ევროპის ვიცე-ჩემპიონი- დაზარალებული. დღეს თითქოს გავაშელიშვილი დაკითხვაზე უნდა მოიყვანონ, უკვე მესამე პროცესია, ცდილობს, სიმულიანტივით ხან ერთი ბუჩქიდან ჩაერთოს, ხან მეორე ბუჩქიდან. თუ დააკვირდებით, ყველა მოძალადეს ერთი რამ აერთიანებს, როგორც ვამპირს მზის ამოსვლის, ისე მათ ყველას ჩართული კამერების ეშინიათ - განაცხადა პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავამ.

ოპოზიციონეტი პოლიტიკოსის ადვოკატის,  გიორგი გელხაურის, თქმით, საინტერესოა, როგორ გადმოსცემს ევროპის ვიცე ჩემპიონი ცემის ფაქტს. 

გავაშელიშვილის ჩვენება საინტერესოა იმ კუთხით, როგორ გადმოსცემს, თუ როგორ სცემა მას გიგი უგულავამ და როგორ მიაყენა დაზიანებები, ასევე, როგორ ეტკინა და რა ტკივილი განიცადა. მთავარი ინტერესია, ევროპის ჩემპიონს როგორ მოერია გიგი.- განაცხადა ადვოკატმა.

ბიძინა გავაშელიშვილი წინა სასამართლო პროცესებზე მისვლას თავს სხვადასხვა მიზეზით არიდებდა, თუმცა სავარუდოდ, პროკურატურამ მისი სასამართლში მიყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქმის მთავარი მოწმე პროცესს არ დაესწრო და იმ დროს სტადიონზე ვარჯიშობდა.