კახა კუჭავამ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისს უმასპინძლა

07.07.21 13:25
 კახა კუჭავამ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ცოტა ხნის წინ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისს უმასპინძლა. არსებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა პუტინისტური ჯგუფების მიერ ევროკავშირის სიმბოლიკის განადგურების ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. 

რადიკალურმა ჯგუფებმა გუშინ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს. დღეს დილით კი პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა. 

ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე  არც ერთ უწყებას და არც პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.