მოძალადე, პროპუტინისტურ ჯგუფებს არ დავუთმობთ ქვეყანას - გიგი უგულავა

07.07.21 13:42
მოძალადე, პროპუტინისტურ ჯგუფებს არ დავუთმობთ ქვეყანას - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხევას სახელმწიფოს ჩამოშლად აფასებს. უგულავა ამბობს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, სადაც ძალადობის, ჟურნალისტების დევნისა და მოქალაქეების ფიზიკური ტერორის ადგილი არ არის. 

გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, როდესაც მოძალადეებს მისცეს უფლება და საშუალება, ხელმეორედ ჩამოეხიათ ევროკავშირის დროშა, მაგრამ ასევე, ვიხილეთ, რომ ჩვენ შევდექით როგორც საზოგადოება, იმიტომ, რომ მიუხედავად მორალური და ფიზიკური ტერორისა, უამრავი ადამიანი გამოვიდა სიტყვის თავისუფლების, თანასწორობის, ჟურნალისტების დასაცავად და ვთქვით, რომ ვართ ჩვენ ბევრნი და ეს ქვეყანა არის თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და აი, ამ მოძალადე, პროპუტინისტურ, რუსულ ჯგუფებს არ დავუთმობთ ქვეყანას, - განაცხადა უგულავამ.  

რადიკალურმა ჯგუფებმა გუშინ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს. დღეს დილით კი პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა. 

ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე  არც ერთ უწყებას და არც პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. 
 

 

მსგავსი სიახლეები