რაც არ უნდა ბევრი ნაღმი დადოთ, დამარცხებისთვის ხართ განწირული - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

03.04.24 15:23
რაც არ უნდა ბევრი ნაღმი დადოთ, დამარცხებისთვის ხართ განწირული - ნაცვლიშვილი "ოცნებას"

რაც არ უნდა ბევრი ნაღმი დადოთ რუსული კანონის თუ სხვა მეთოდებით ამ გზაზე, საბოლოოდ განწირული ხართ დამარცხებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა დღეს "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობას. ოპოზიციის წევრმა ხელისუფლება რუსული კანონის შემობრუნების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, "ოცნება" გრძნობს, რომ მისი გემი იძირება და ახლა ცდილობს, ქვეყანაც ფსკერზე ჩაიყოლოს.  

რაც არ უნდა ბევრი ნაღმი დადოთ რუსული კანონის თუ სხვა მეთოდებით ამ გზაზე, საბოლოოდ განწირული ხართ დამარცხებისთვის. პრობლემა ისაა, რომ ხვდებით რა, რომ თქვენი გემი იძირება, გინდათ, რომ მთელი ქვეყანა ამ გემთან ერთად ჩაიძიროს. დამკვეთსაც ვხედავთ და როგორ ასრულებთ, როგორ ცეკვავთ დავლურს ჩრდილოეთიდან დაკვეთილ მუსიკაზე. ძალიან გაქვთ არეული ორიენტაცია და რაღაც შანსი მოგეცათ მარტის შემდეგ, როდესაც ყვითელი ბარათი გაჩვენათ საქართველოს მოქალაქეებმა, მაგრამ არ ჩერდებით, ზღაპრის ბოლო აუცილებლად იქნება კეთილი, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები