რა გგონიათ, კაცი რომ იყვირებს ქალს შეეშინდება?... თქვენ თქვენს ქალებსაც არ ეცით პატივი - დეკანოიძე "ოცნებას"

03.04.24 15:34
რა გგონიათ, კაცი რომ იყვირებს ქალს შეეშინდება?... თქვენ თქვენს ქალებსაც არ ეცით პატივი - დეკანოიძე "ოცნებას"

გენდერზე რომ მიიღეთ გადაწყვეტილება კვოტები გაგეუქმებინათ, თქვენ ხომ თქვენს ქალებსაც არ ეცით პატივი? - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში, სადაც გენდერული კვოტების გაუქმების საკითხზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

გენდერზე რომ მიიღეთ გადაწყვეტილება კვოტები გაგეუქმებინათ, თქვენ ხომ თქვენს ქალებსაც არ ეცით პატივი? თქვენმა ქალებმა ხომ არაფერი იცოდნენ ამასთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ თქვენ ფიქრობთ, ამ დარბაზში თურმე, 100% კაცი ვინც არის, ისინი დამსახურების მიხედვით არიან. არ არიან დამსახურების მიხედვით! ამ დარბაზში არიან კაცები, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში, ხმა არ ამოუღიათ და ოპოზიციაში ყველა ქალი ლაპარაკობს, ყველა ქალი პრობლემებზე ლაპარაკობს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეპუტატმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს, რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის.

„როდესაც თქვენი კაცები იმისთვისაც არ გაგდებენ არაფრად, რომ თქვენთან მოილაპარაკონ კვოტების საკითხზე და თქვენთან კონსულტაციები ჰქონდეთ, ეს არის შეურაცხყოფა. ეს არის არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის დაქალების შეურაცხყოფა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის გამოსვლას ადგილიდან გამოეხმაურა „ქართული ოცნების“დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, რაზეც ხატია დეკანოიძემ ასე უპასუხა და უთხარ, რომ "ძალიან სუსტად გამოიყურება"

„არ მოგწონთ რა პოზიციაშიც ხართ, ნამდვილად ძალიან სუსტად გამოიყურებით, გულწრფელად რომ გითხრათ, ძლიერად არ გამოიყურებით. ძალიან სუსტად გამოიყურებით ყველა ერთად, მათ შორის ყვირილიც ხომ სისუსტის ნიშანია? რა გგონიათ, კაცი რომ იყვირებს ქალს შეეშინდება? თუ მე შემეშინდება ახლა თქვენ რომ ყვირით, ბატონო ირაკლი? "- მიმართა დეკანოიძემ ირაკლი ქადაგიშვილს.

მსგავსი სიახლეები