პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

03.04.24 16:39
პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

82 დეპუტატი 15 პოლიტიკოსის წინააღმდეგ - პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

"გირჩის" ინიციატივის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ. 

ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, "გირჩი" მმართველ პარტიასთან შეთანხმებაში შევიდა. იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" ინიციატივას გაიტანს, მაშინ ხვიჩია-მეგრელიშვილის პარტია ივანიშვილის გუნდის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ წარდგენილ კანდიდატს მხარს დაუჭერს.

მსგავსი სიახლეები