საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს ემსახურება - ევროპარლამენტარი რუსულ კანონზე
"ამ კანონს ერთი მიზანი აქვს - საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი", - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახალ ინიცირებას X-ზე ეხმიანება.
"ქართულმა ოცნებამ" კრემლში მყოფი ბატონებისგან ახალი ინსტრუქციები მიიღო. იმდენად არაკრეატიულები არიან, რომ ისევ შემოიღეს იგივე რუსული კანონი, რომელზეც ქართველმა ხალხმა თქვა არა. ამ კანონს ერთი მიზანი აქვს - საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი ქვეყნის რუსულ ჭაობში შესანარჩუნებლად. ცუდი იდეაა," - წერს ევროპარლამენტარი.