ევროკავშირთან დიალოგზე უარი თავად "ოცნებამ" თქვა - კახა გოგოლაშვილი

05.11.26 17:36
ევროკავშირთან დიალოგზე უარი თავად "ოცნებამ" თქვა - კახა გოგოლაშვილი

"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის არა დიალოგი, არამედ დებატები შესთავაზა -"დაახლოებით წარმოვიდგინე რუსთავი 2-ში რომ ტარდება და იმედში, ისეთი სახის დებატები, სადაც მათ აქვთ უპირატესობა". 

გოგოლაშვილის განმარტებით, დიალოგს ევროკავშირი საქართველოსთან კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ აწარმოებდა და ეს დიალოგი მდგომარეობდა იმაში, თუ საქართველომ რა გზებით უნდა მოახერხოს EU-ს მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაზეც უარი თავად "ოცნებამ" თქვა. 

კობახიძეს დიალოგი არ შეუთავაზებია, კობახიძემ შესთავაზა დებატები, ანუ თუ გინდათ ტრანსპარანტულად დავჯდეთო და გავმართოთ დიალოგიო. მაგრამ ეს არის დებატები და დაახლოებით წარმოვიდგინე რუსთავი 2-ში რომ ტარდება და იმედში, ისეთი სახის დებატები, სადაც მათ აქვთ უპირატესობა და შეუძლიათ მოიყვანონ ყველანაირი არგუმენტი, რომელიც იმ წამს ვერ გადაამოწმებს მოწინააღმდეგე. დიალოგზე საუბარი არ არის. დიალოგი მიმდინარეობდა და დიალოგი იყო სწორედ ის, რომელსაც აწარმოებდა ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. დიალოგი მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველომ რა გზებით უნდა მოახერხოს ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამაზე უარი თავად თქვა საქართველოს მხარემ. კობახიძემ 2 წლის წინ განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ ყოველგვარ მოთხოვნას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ", - ამბობს კახა გოგოლაშვილი. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები