“ოცნების“ ლიდერი უმწვავესი კითხვების პირისპირ - Euronews-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რისთვის იმყოფებოდა ევროპის დედაქალაში

03.11.26 20:31
“ოცნების“ ლიდერი უმწვავესი კითხვების პირისპირ - Euronews-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რისთვის იმყოფებოდა ევროპის დედაქალაში

“ოცნების“ ლიდერი უმწვავესი კითხვების პირისპირ - „ევრონიუსის" სამიტზე პანელური დისკუსიის დროს მოდერატორმა ირაკლი კობახიძეს პირდაპირ უთხრა, რომ მისმა ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება, თუმცა, ქართველ ხალხის უმრავლესობას სურს ევროინტეგრაცია, მაშინ ის რატომ იმყოფებოდა ევროპის დედაქალაქში.

კობახიძემ კითხვის საპასუხოს განაცხადა, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეაჩერა და არა “ქართულმა ოცნებამ“.

მთავრობის მეთაური ამტკიცებდა, რომ საბოლოოდ სწორედ ევროკომისიამ გადაწყვიტა და  შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან იქამდე, სანამ მათი მხრიდან განაცხადი გაკეთდებოდა. 

Euronews-ის ჟურნალისტი: საქართველოს უმრავლესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. თქვენ კი შეწყვიტეთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. მაშინ დღეს აქ რატომ ხართ?

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და მთავრობამ დაამატა ეს პუნქტი. საქართველოს საზოგადოება ერთგულია ამ მიზნის და ამის გათვალისწინებით გავიმარჯვეთ ჩვენ 2024ის არჩევნებში. მთავარი ლოზუნგი იყო ღირსებით ევროპისკენ.

Euronews-ის ჟურნალისტი: რატომ შეწყვიტეთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები? ესაა კითხვა რომელზე პასუხიც საზოგადოებას სურს. რატომ?

ირაკლი კობახიძე: 2022 წლის მარტში ჩვენ მოვითხოვეთ კანდიდატის სტატუსი და ეს იყო უარყოფილი რაც ვფიქრობ არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ამის საფუძველი არ არსებობდა. საქართველო წინ უსწრებდა მოლდოვას, ბოსნიაზე. თუმცა ეს განაცხადი მაინც იყო უარყოფილი. ეს ფაქტი გამოიყენა ზოგიერთმა ჩართულმა მხარემ

Euronews-ის ჟურნალისტი: ვინ არიან ეს ჩართული მხარეები?

ირაკლი კობახიძე: შიდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები რომელსაც ევროპული წყაროები აფინანსებდნენ. ეცადნენ რევოლუციის მოწყობას. წელიწადნახევარი მოგვიწია ბრძოლა რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვქონდა 9 პუნქტიანი დავალება და ჩვენ ვიყავით ერთგული ამ დღის წესრიგის.

Euronews-ის ჟურნალისტი: თქვენ თუ ერთგული იყავით რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ შეგეწყვიტათ ევროინტეგრაციის პროცესი?

ირაკლი კობახიძე: გადაწყვეტილება იყო რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა გაწევრიანების პროცესის დაწყება. ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროკომისია თუ გადაწყვეტს მოლაპარაკების დაწყებას ჩვენ მომენტალურად შევუერთდებოდით, მაგრამ საბოლოოდ ევროკომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან იქამდე, სანამ ჩვენ გავაკეთებდით განაცხადს. ევროკომისია კანდიდატის სტატუსს და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას იყენებდა შანტაჟისთვის.