ნათელაშვილი ფიქრობს, რომ კალაძის სიტყვები არის მოწოდება მასობრივი მკვლელობისკენ

03.11.26 19:26
ნათელაშვილი ფიქრობს, რომ კალაძის სიტყვები არის მოწოდება მასობრივი მკვლელობისკენ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ კალაძის სიტყვები, რა დროსაც მან თქვა, რომ “ცხოველთა უფლებადამცველებიდან 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“,  არის მოწოდება მასობრივი მკვლელობისკენ.

პოლიტიკოსი თბილისის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

ეს უკვე მოწოდებაა მასობრივი მკვლელობებისკენ. დაუყოვნებლივ აღსაძრავია სისხლის სამართლის საქმე. სხვა უკვე დაჭერილი ეყოლებოდათ ქოცებს, მათზე რომ ეთქვა იგივე ვინმეს,- წერს ნათელაშვილი.

 კახა კალაძე ცოტა ხნის წინ ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა და თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“

კალაძის მტკიცებით, თავშესაფარი სრული წესების და კანონების დაცვით მუშაობს და ცხოველების კეთილდღეობას ემსახურება.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც სამარხები გათხარა

მსგავსი სიახლეები